"ოცნება" რეგიონებში დაბალრეიტინგულ მერებს თანამდებობას ატოვებინებს - ოპოზიცია ხარაგაულის მერის გადადგომაზე

გამოქვეყნდა:

ხარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვა. ნიკოლოზ თოფურიძემ აღნიშნული ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა. მისი თქმით, გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო. იმერთის რეგიონში ეს მესამე მერია, რომელმაც თანამდებობა დატოვა.

"მთავარმა" მოიპოვა ნიკოლოზ თოფურიძის მიერ დაწერილი განცხადების ასლი, სადაც ის ამბობს, რომ "ვტოვებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას 2020 წლის 13 ივლისიდან."

როგორც უკვე ყოფილმა მერმა განცხადებაში დაწერა, ის მედიასთან განცხადებების გაკეთებას არ აპირებს. თოფურიძემ არც "მთავარის" სატელეფონო ზარებს უპასუხა. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" რეგიონებში წინასაარჩევნო მზადება დაიწყო და დაბალრეიტინგულ მერებს თანამდებობებს ატოვებინებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ხარაგაულში, მმართველ გუნდს შორის შიდა დაპირისპირება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ ეტაპზე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აიძულა ნიკოლოზ თოფურიძე, რომ დაეწერა განცხადება და თანამდებობიდან გადამდგარიყო. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი