"ჩემს მშობლებს არ მისცეთ უფლება წამიყვანონ, ისინი მეძებენ, რომ მომკლან" - დაღესტნიდან გამოქცეული 4 და საქართველოშია

გამოქვეყნდა:

დაღესტნიდან გამოქცეული 4 და საქართველოშია - 12-საათიანი ლოდინის შემდეგ, რუსმა მესაზღვრეებმა ძალადობას გამოქცეულ ქალებს საზღვრის კვეთის უფლება მისცეს.

ოჯახების დევნას გამოქცეულები, მათი უფლებების დაცვას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ.

ისინი ამბობენ, რომ ნათესავები საქართველოში ჰყავთ და გამორიცხული არ არის, რომ მათი ლიკვიდაცია აქაც მოხდეს.

"ვთხოვ ჩემ ნათესავებს არ მისცენ უფლება წამიყვანონ, ისინი მოსაკალავად მეძებენ..." - ამბობს ვიდეომიმართვაში ამინატ გაზიტ მაგომამედოვა.

"გთხოვთ, ჩემზე ძებნას ნუ გამოაცხადებთ, გთხოვთ, არ მისცეთ უფლება ჩემს მშობლებს წამიყვანონ, ისინი მეძებენ, რომ მომკლან "- თქვა ფატიმა მაგომამედოვმა.

ლარსის გამშვები პუნქტიდან დები მას შემდეგ გადმოუშვეს, რაც საქმეში ჩრდილო-კავკასიაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი