უკრაინა ✊უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის რაიონში რუსული სპეცდანიშნულების რაზმი გაანადგურეს - მედიაგამოქვეყნდა: კვირა, 30 ოქტომბერი, 2022 - 16:57
ლუგანსკის რაიონში ბრძოლების დროს უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სპეცდანიშნულების რაზმი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN ადგილობრივ ჟურნალისტზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი ინფორმაციით, დაღუპულია 8, დაშავებულია 14 რუსი სამხედრო.