ფილიპინებში ქარიშხალ ''ნალგას'' სულ მცირე 48 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაკარგულები

გამოქვეყნდა:

ფილიპინებში ქარიშხალ ''ნალგას'' სულ მცირე 48 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა მინიმუმ 40, დააკრგულად ითვლება 22, თითქმის 170,000 კი ევაკუაციის ცენტრებს აფარებდა თავს.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, მსხვერპლთა უმეტესობა სამხრეთ რეგიონში ბანგსამოროში დაფიქსირდა, სადაც ბოლო მონაცემებით 40 ადამიანი დაიღუპა, 10 კი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

წყალდიდობის შედეგად რამდენიმე დასახლება მთლიანად დაიტბორა. დაზიანებულია ცენტრალური მაგისტრალები, ელექტროგადამცემი ხაზები და წყლის მილები.

ცნობისთვის, "ნალგა" ფილიპინებში წლევანდელი ყველაზე მომაკვდინებელი ციკლონია. შეგახსენებთ, რომ ფილიპინებში ყოველწლიურად საშუალოდ 20 ტროპიკული ქარიშხალია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი