
"ვაგნერის" დაჯგუფების დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთში YouTube-ის დაბლოკვას ითხოვს.
ის ირწმუნება, რომ YouTube "ავრცელებს დეზინფორმაციას, ასევე აქტიურად აქვეყნებს რუსოფობიური
შინაარსის მასალებს". გარდა ამისა, მისივე მტკივებით, "პლატფორმა საზოგადოებას რუსეთის ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებს". მის ჩანაცვლებას კი VK, Rutube და Zen-ით ითხოვს.
პრიგოჟინის პრესსამსახურის ინფორმაციით, პუტინის "შეფმა" შესაბამისი მიმართვით გენერალურ პროკურორს, იგორ კრასნოვს უკვე მიმართა.