"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობას დენისა და გაზის სუბსიდირების გახანგრძლივებას სთხოვს.
პარტიის წევრი, დეპუტატი ბადრი ბასიშვილი გორის მოსახლეობას შეხვდა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც კომუნალური გადასახადების სუბსიდირება სამი თვით კიდევ უნდა გადავადდეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რადგან კორონაპანდემიის დროს მათი სოციალური მდგომარეობა გაუარესდა და ტოტალური უმუშევრობის ფონზე, გადასახადების გადახდა შეუძლებელია.
გორელები ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ პანდემიის დროს გორის მერია საკვები პროდუქტებით მხოლოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ეხმარებოდა.