შეხვედრის ადგილი - ასე ჰქვია თეატრს, რომელმაც დმანისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების ყოველდღიური ყოფა არსებობის ძალიან მოკლე დროის განმავლობაში, მნიშვნელოვნად შეცვალა. თეატრის დაამაარსებელი ლაშა ჩხვიმიანია, რეჟისორი, რომელიც თეა წულუკიანის მორიგი წმენდის შემდეგ დმანისის თეატრიდან გაათავისუფლეს და სახლისკენ მიუთითეს.
მაგრამ ახალგაზრდა და ამბიციურმა ხელოვანმა მეგობრებთან ერთად დაამტკიცა, რომ მთავარი მონდომებაა, და თუ ეს სურვილი საკმარისად ძლიერია, თუ გული გულობს, კარგი სპექტაკლის დასადგამად მიტოვებული ქარხანაც გამოდგება, დეკორაციებად კი პირდაპირ მტივებული სახლი ან სულაც სოფლის პეიზაჟი.
თეატრმა, რომელსაც ჯერ სახლი არ აქვს და მაყურებლამდეც თავად მიდის, უკვე 10 წარმოდგენა დადგა. თეატრმა, რომელსაც საბიუჯეტო დაფინანსება აქვს, ჩვხიმიანის წასვლის შემდეგ დმანისში არც ერთი სპექტაკლი არ დაუდგამს.
თუმცა ასეთ მომთაბარე ცხოვრებასთან ერთად თეატრს მაყურებელთან მუდმივი შეხვედრის ადგილიც სჭირდება - რომელსაც დასი ისევ მაყურებლის შემოწირულობით და დონორების დახმარებით აშენებს. პირველი შემომწირველიც რეჟისორის მამა აღმჩნდა, რომელმაც შეხვედრის ადგილს საკუთარი ეზოს 60 კვადრატული მეტრი დაუთმო.