უსამართლო მერია | ტრაგიკული ადგილი თბილისის ზღვაზე, სადაც ბოლო წლებში 30-მდე ბავშვი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ვაკის პარკის ტრაგედიიდან 2 კვირა გავიდა - რა გავიგეთ ამ ორი კვირის განმავლობაში. ახალი ბევრი არაფერი, გარდა იმისა, რომ თბილისის მერი მზადაა, ყველა დაიჭიროს, და ყველანაირ პიარ სვლაზე წავიდეს, ოღონდ ამ ტრაეგდიაზე პოლიტკური პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს.

ვაკის პარკი დღეს ტრაგიკული ადგილია, და ბევრი ჩვენგანი დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებს მრგვალ შარდევანთან ჩავლას მძიმე ემოციების გარეშე. მაგრამ თბილისში არის კიდევ უფრო ტრაგიკული ადგილი - 
სადაც ბოლო 7 წლის განმავლობაში დაახლოებით 30 ახალგაზრდა გარდაიცვალა, მათი უდიდესი ნაწილი - ბავშვები.

თბილისის ზღვაზე არის ერთი მონაკვეთი, რომელსაც სხვაგვარად ბავშვების მკვლელს ეძახიან. სადაც არასრუწლოვნები პარკურისთვის მიდიან, მაგრამ თუ წყალში აღმოჩნდნენ, იქიდან გამოსვლა შეუძლებელი ხდება. ერთ-ერთი გარდაცვლილი ცოტნე ცქიტიშვილი იყო, რომლის მამამ, ცნობილმა უფლებადმაცველმა გადაწყვიტა მერიისთვის პასუხი სამართლებრივად დაეკისრებინა, რამდენადაც სასიკვდილო მონაკვეთზე შესვლა მერიის მიერ კონტროლირებადი ტერორიიდან ხდბა.

ამ დავის მიხედვით მერიას ჯებირი უნდა მოეწყო სანაპიროსთან, რომ სასიკვდილო მონაკვეთამდე მისვლა შეუძლებელი გამხდარიყო. მერიისგან მოდავე ითხოვდა ფულად კომპენსაციაც, რომელსაც მიიღებდა არა გარდაცვლილის ოჯახი, არამედ ეს თანხა დაიხარჯებოდა პარკურის თემატური პარკის მშენებლობაზე, სადაც ბავშვები კონტროლირებად გარემოში შეძლებდნენ გართობას - და ბოლოს და ბოლოს ესე გართობაც ხომ ჯანსაღი ცოხვრების ნაწილია.

მოკლედ, თბილისის მერია ყველაფერს აკეთებს და ასაჩივრებს ყველაფერს, რომ რამდენიმე ათასი ლარი არ დახარჯოს დამცავი ჯებირის მოსაწყობად და ცდილობს ნებისმიერ ფასად გაექცეს პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი