
ინდოეთის შტატ გუჯარატში საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა. უცხოური მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად მინიმუმ 60 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ჩამონგრევის დროს ხიდზე 400-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. დაშავდა სულ მცირე 30, ათობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.