
ინდოეთში, შტატ გუჯარატში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 141-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი ოფიციალური პირის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უმეტესობა ქალი, ბავშვი ან ხანდაზმულია. ხიდი სარემონტო სამუშაოების შემდეგ ერთი კვირის წინ გაიხსნა.
ოფიციალური პირების თქმით, ხიდზე გადატვირთული იყო იმ დროს, როდესაც ხალხი დივალის ფესტივალს აღნიშნავდა.
მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. შემთხვევის ადგილიდან 177 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.
ინდოეთში საფეხმავლო ხიდი გუშინ, 30 ოქტომბერს ჩამოინგრა.