ილონ მასკი Twitter-დან თანამშრომლების გაშვებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

გამოქვეყნდა:

ილონ მასკი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ Twitter-დან თანამშრომლების გათავისუფლებას გეგმავს, რათა გადასახადები თავიდან აიცილოს.

ინფორმაცია New York Times-მა გაავრცელა. საკითხთან დაკავშირებით Twitter-ის მომხმარებლის მიერ დასმულ კითხვაზე მასკმა უპასუხა: "ეს სიცრუეა".

გამოცემა წერდა, რომ თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი 1-ლ ნოემბრამდე გაგრძელდება. მათივე ინფორმაციით, ილონ მასკის გადაწყვტილება თანამშრომლების გათავისუფლებაზე სააქციო გრანტების გადასახადებთან არის დაკავშირებული.

ცნობისთვის, Twitter-ში 7 500-მდე თანამშრომელია დასაქმებული. შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა კომპანია 44 მილიარდ დოლარად იყიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი