იმიტომ რომ ევროპარლამენტარის ნათქვამია, ჭეშმარიტებად არ უნდა მივიჩნიოთ - სარჯველაძე დეოლიგარქიზაციაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტში დეოლიგარქიზაციაზე მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ. ცნობილია, რომ ქართული ოცნება ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ პროექტს არ ეთანხმება, ვინაიდან ისინი ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად არ მიიჩნევენ.

რაც შეეხება თავად მმართველი გუნდის პროექტს, "ოცნების" დეპუტატები კვლავ ირწმუნებიან, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არაა და რადგან ამას ევროპარლამენტარები ამბობენ, არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტებაა.

"როდესაც ოლიგარქობაზე გვაქვს საუბარი, მერწმუნეთ, რომ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში ამ დასკვნის გაკეთებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს. მთავარი რაც არის ოლიგარქის ცნებისთვის, რომ ადამიანი ხელისუფლებას იყენებდეს საკუთარი ინტერესებისთვის და ჰქონდეს კონკრეტული გავლენები ხელისუფლებასთან მიმართებაში, ასეთი მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს. თუ რომელიმე ევროპარალმენტარი მცდარ აზრს იტყვის, იმიტომ რომ ეს ევროპარლამენტარის ნათქვამია, მე არ მიმაჩნია, რომ ეს უდაოდ ჭეშმარიტებად უნდა მივიჩნიოთ", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, სწორედ დეოლიგარქიზაციაა ერთ-ერთი მოთხოვნა იმ 12 პუნქტიდან, რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის უნდა შეასრულოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი