გორში ადგილობრივი მოსახლეობა კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდირების გახანგრძლივებას კიდევ სამი თვით ითხოვს. ისინი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივ ლიდერებთან ერთად, გორის მერიასთან არიან შეკრებილები და მერთან და გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლება მძიმე სოციალურ ფონზე, ხალხზე არ ზრუნავს და მეტიც, მათ პოლიტიკურ დისკრედიტაციას ეწევა. ბადრი ბასიშვილის ამბობს, რომ კონსტანტინე თავზარაშვილი პანდემიის დროს იმ ხალხს არ დაეხმარა, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი. არც მერი და არც გუბერნატორი ხალხთან შესახვედრად არ გამოსულა.