საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა.
მთავრობის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.