სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრას ესწრებოდა.
"მგონი ძალიან არასერიოზული კითხვაა. რა თქმა უნდა, შეხვედრას არ ვესწრებოდი. მე ვარ დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი და უზრუნველვყოფდი დაცვას. იქ ვიმყოფებოდი და 100%-იანი გარანტიით გეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იქ არ იმყოფებოდა," - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან.
ალიევთან შეხვედრას ივანიშვილიც ესწრებოდა - ეს განცხადება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა 25 ოქტომბერს გააკეთა. აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და პრემიერ ღარიბაშვილის შეხვედრა "შატო მუხრანში" გაიმართა. ალიევი საქართველოს სამუშაო ვიზიტით 24 ოქტომბერს ეწვია.