მიუხედავად რუსეთის ყოყმანისა, თურქეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინული მარცვლეული ექსპორტისთვის - ამის შესახებ თურქეთი პრეზიდენტმა საერთაშორისო სამედიცინო კონგრესზე ისაუბრა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ის და მისი გუნდი არ იშურებენ ძალისხმევას, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის უკრაინული მარცვლეულის მიწოდების პროცესი არ შეფერხდეს.
"სასურსათო კრიზისის გამო გლობალური წარმოებისა და მიწოდების ქსელებში მუშაობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ხორბლის მსოფლიო წარმოების მესამედს უკრაინა და რუსეთი ახორციელებენ. თითოეული თქვენგანი მოწმეა, რომ არ ვიშურებთ ძალისხმევას ეს მარცვლეული შიმშილის საფრთხის წინაშე მყოფ ქვეყნებს მივაწოდოთ. ერთობლივი მექანიზმი რომელიც სტამბულში შევიმუშავეთ ამ ქვეყნებს 9,3 მეათედი ტონა მარცვლეული უკვე მივაწოდეთ, რაც სასურსათო კრიზისის შემცირებაზე კარგად აისახა. თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის, მიუხედავად რუსეთის ყოყმანისა. ამასთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი იყოყმანებს იმის გამო, რომ მან არ მიიღო იგივე სარგებელი." თქვა ერდოღანმა.
შეგახსენებთ რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ხორბლის კორიდორის შეთანხმება დატოვა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ უკრაინული ხორბლის შავი ზღვით ექსპორტზე ახალ შეთანხმებას მიაღწიეს.