მთელი ეს წლები ეკლესიაში ვიყავი და კანონში არც კი ჩამიხედავს - ომბუდსმენობის კანდიდატი

გამოქვეყნდა:

"მთელი ეს წლები მე ეკლესიაში ვიყავი და კანონში საერთოდ არც კი ჩამიხედავს, კანონმდებლობასა და სამართალს არანაირად არ შევხებივარ", - ამის შესახებ სახალხო დამცველის კანდიდატმა ლევან კოკორაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში ომბუდსმენის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს. 

"2005-2017 წლებში ყველაფერს ჩამოშორებული ვიყავი. მთელი ეს წლები მე ეკლესიაში ვიყავი და კანონში საერთოდ არც კი ჩამიხედავს, კანონმდებლობასა და სამართალს საერთოდ არანაირად არ შევხებივარ. ზოგადად, აქაურ, თქვენს მიწიერ ცხოვრებას არანაირად არ ვეხებოდი. მე ჩემი სფერო მქონდა და ამ მიმართულებით ვცხოვრობდი", - თქვა ლევან კოკორაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი