შტერობაა ამ კითხვას რომ სვამ, რანაირად გიპასუხო - ზარქუა "მთავარი არხის" ჟურნალისტს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა "მთავარი არხის" ჟურნალისტ ეუბნება, რომ "შტერობაა" კითხვის დასმა იმაზე, შეეხება თუ არა დეოლიგარქიზაციის კანონი ყოფილ პრემერს, ბიძინა ივანიშვლის. 

მისი განცხადებით, ევროპარლამენტარები რასა იუკნევიჩიენე და ანდრიუს კუბილიუსი ფასიანი ლობისტები და "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორები არიან.

"აი ახლა ამ შტერობას თუ დასვამ კითხვას, რანაირად გიპასუხო, შტერობაა. ბოდიში, ეს რაც იკითხე ახლა. არა, არავინ არ საუბრობს, არა, შტერობაა. შტერობაა კითხვა და თუ მიიღებ, მაშინ შენც გეხება ესე იგი.  შტერობაათქო ამ კითხვას რომ სვამ, არსად, არავინ არ კითხულობს,  ერთი არის ქალბატონი რასა, რომელიც არის პირდაპირ პოლიტიკური პარტნიორ ენმ-ს და ფასიანი ლობისტი, გინდა ეს მათქმევინო? აგერ მიიღე, ოღონდ არ შემაწყვეტინო, მეორე არის კუბილიუსი, რომელიც არის ჩვეულებრივი პარტიის წევრი ენმ-ს და ეს ორი თუ სამი ადამიანი კითხულობს და ებრძვის ბიძინას. ბიძინა არის ქველმოქმედი, არის ის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა", - თქვა ზარქუამ. 

ცნობისთვის, სწორედ დეოლიგარქიზაციაა ერთ-ერთი მოთხოვნა იმ 12 პუნქტიდან, რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის უნდა შეასრულოს. პარლამენტში დეოლიგარქიზაციაზე მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი