შავი ფული ქართული პოლიტიკაში, რუსული გავლენები და გამოვლენილი დარღვევების აღსრულება - ქართული პოლიტიკის პრობლემურ ეკონომიკაზე სასაუბროდ დღეს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსების თქმით, შავი ფული ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია. მათი თქმით, შავი ფულის მობილიზება ხდება, როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისე ქვეყნის შიგნითაც და უმეტესწილად ის ხმარდება ან მმართველ გუნდს ან მმართველ გუნდთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პარტიებსა და ორგანიზაციებს.
დისკუსიაში მონაწილეობა მიწვევის მიუხედავად, არ მიუღია ქართულ ოცნებას. შეხვედრა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ორგანიზებით ჩატარდა.
"თქვენ მეუბნებით, რომ კაპიტანი გიგაური შეიკრიბა ამ ხელმოცარულებთან და საქართველოში რუსული ფულით ფინანსდება პარტიებიო? მაინტერესებს, მოხვდა თუ არა მის კვლევაში "დროას" ლიდერი ქალბატონი ხოშტარია. არ მგონია ხალხს აინტერესებდეს, ქალბატონი გიგაური, მისი პოლიტიკური NGO და დანარჩენი ხელმოცარულების შეკრება", - თქვა ირაკლი ზარქუამ.
არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ, რომ პრობლემად რჩება რუსული ფულით დაფინანსებული პოლიტიკური პარტიები და "ოცნების" მიმართ სატენდერო ფავორიტების ექსკლუზიური შემოწირულებები მიმართ.