
უკრაინის ქალაქებსა და რეგიონებზე რუსი ოკუპანტების მასიური თავდასხმის შედეგად 13-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება, დაღუპულთა შესახებ საბედნიეროდ ინფორმაცია არ გავრცელებულა, სამართალდამცველები ზარალს აფასებენ - ამ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი, იგორ კლიმენკო ავრცელებს.
"ამჟამად გვყავს 13 დაშავებული რუსეთის ფედერაციის მიერ დღევანდელი თავდასხმების შედეგად და რა თქმა უნდა, SBU-სთან და პროკურატურასთან ერთად დავადგინეთ ზარალს და დავაფიქსირებთ იმ დანაშაულებს, რაც დღეს მოხდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე" - განაცხადა კლიმენკომ.
როებით ოკუპირებული ყირიმის გარდა, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დღეს დილით საჰაერო განგაში გამოცხადდა. მტერმა სარაკეტო იერიშები მიიტანა უკრაინის სხვადასხვა ქალაქებზე. მათ შორის კიევის ოლქსა და ხარკოვზე. საჰაერო ძალებმა 50 რუსული რაკეტიდან 44 ჩამოაგდეს.