"წყალწაღებულები ხავსს ეჭიდებიან და ჰგონიათ, რომ ვინმეს მიმართ რაიმე სანქციის შემოღებით მათ ეშველებათ" | თალაკვაძე ოპოზიციაზე

გამოქვეყნდა:

"წყალწაღებულები ხავსს ეჭიდებიან და ჰგონიათ, რომ ვინმეს მიმართ რაიმე სანქციის შემოღებით მათ ეშველებათ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე საუბრობს და პარლამენტში დეოლიგარქიზაციის კანონის განხილვას ეხმაურება. 

"რა არის მიკერძოებული კრიტერიუმი, ოპოზიციამ ჯერ ვერ თქვა. სამაგიეროდ, მათ პირდაპირ თქვეს ის, რაც თავიდანვე აწუხებდათ. ეს არის პოლიტიკური ტრავმა, რომელიც მიიღეს 2012 წელს და პოლიტიკური შურისძიების სურვილი, როგორმე შური იძიონ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, ვინც ისინი გაისტუმრა.

[...]

მე სანქციებზე ბევრჯერ გითხარით თქვენ, არავის არ ეშინია არცერთი უსამართლო სანქციის. სანქციებს აზრი აქვს მაშინ, როდესაც ის სამართლიანია, შესაბამისად, ვინც ამაზე ნერვიულობს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა"... რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად გვახსოვს, ეს არის წყალწაღებულები როდესაც ხავსს ეჭიდებიან, და ჰგონიათ, რომ ვინმეს მიმართ რაიმე სანქციის შემოღებით, მათ ეშველებათ" - თქვა თალაკვაძემ. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი