ბუდანოვის თქმით, პუტინი მინიმუმ 3 ორეულს იყენებს [ფოტო]

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მინიმუმ სამ ორეულს იყენებს, მეტი მსგავსებსთვის კი პლასტიკური ოპერაციები გაიკეთეს.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ადრე პუტინი ორეულებს განსაკუთრებულ შემთხვევებში იყენებდა, ახლა კი ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

"ჩვენ ვიცით სამი [ორეულის] შესახებ, რომლებიც მუდმივად ჩნდებიან... ყველამ გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია, რომ გამოიყურებოდეს, როგორც პუტინი. ერთადერთი, რაც მათ პუტინისგან გამოარჩევს, სიმაღლეა, რომელიც ვიდეოსა და ფოტოში აშკარად ჩანს. ასევე ჟესტები, სხეულის ენა და ყურის ბიბილოები... ისინი რუსეთის პრეზიდენტს მხოლოდ "განსაკუთრებულ შემთხვევებში" ცვლიდნენ. თუმცა, ახლა ეს "ჩვეულებრივი პრაქტიკაა", - თქვა ბუდანოვმა.

ჭორები იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორეულებს იყენებს, წლებია ვრცელდება. ინტერნეტში ხალხი მიუთითებს პუტინის სახის, სიარულისა და სიმაღლეში ცვლილებებზე, როდესაც პუტინის "შემცვლელი" გამოდის საზოგადოებაში.

​გარდა ამისა, გენერალი და საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი მალომუჟი თვლის, რომ პუტინი თავის კლონებს მხოლოდ გარკვეულ პირობებში საჯარო ღონისძიებების დროს იყენებს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი