შავი ფული და რუსული გავლენები ქართულ პოლიტიკაში კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. ხშირ შემთხვევაში პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობა არ არის დეკლარირებული და ძირითადად ეს მმართველ პარტიას ეხება.
მთავარი ბრალდებულები არიან "ქართული ოცნება", "ალტ-ინფო" და "კონსერვატიული მოძრაობა" - ეს სამი ორგანიზაცია დაასახელეს დღეს არასამთავრობოებმა და ოპოზიციამ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში რუსულ ფულს ეძღვნებოდა.
"ქართული ოცნება" ამ დისკუსიას მოწვევის მიუხედავად არ დაესწრო.