კასპის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს 2 თვეა ხელმძღვანელი არ ჰყავს. "მოზაიკას" კასპის მერიას ამ დრომდე შიდა აუდიტის ხელმძღვანელის პოზიციაზე არც ვაკანსია გამოუცხადებია.
"არავინ დანიშნულა ჯერ, ვაკანსია გამოცხადდება თუ არა, არც ეგაა ცნობილი" - ამბობენ კასპის მერიაში
აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას გიორგი ორთანეზაშვილი იკავებდა, რომელიც ორი თვის წინ გაათავისუფლეს. ის ამ თანამდებობაზე 2018 წლიდან მუშაობდა.