"ოცნების" დეპუტატის შვილს და მის თანმხლებ პირებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის კობა კობალაძის შვილს და მის თანმხლებ პირებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს თბილისში, საბურთალოზე დავით კობალაძე და მისი თანმხლები ორი პირი თავს სავარაუდოდ მათივე თანატოლს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემი ახალგაზრდა მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი დაჭრაში ბრალდებულები მხოლოდ მედიაში გასული ანონსის შემდეგ, 11 ივლისს დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დავით კობალაძე საგამოძიებო უწყებაში მივიდა და პოლიციას ჩაბარდა.

კობალაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი