კალაძის თქმით, მეტრო გოცირიძეზე სამუშაოები დასრულებულია, თუმცა ვერ ამბობს, როდის გაიხსნება

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვერ ასახელებს ზუსტ ვადებს, როდის გაიხსნება მეტრო "გოცირიძე". კალაძის თქმით, ადგილზე სამუშაოები უკვე დასრულებულია და ამჟამად ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობს.

"კეზეროვიჩების განცხადებები ნამდვილად არაა საინტერესო. რაც შეეხება გოცირიძეს მეტროს, სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. როგორც კი დასრულდება პროცედურები იმ დღესვე უკვე შესაძლებელი იქნება [მეტროს გახსნა]", - თქვა კალაძემ.

ცნობისთვის, მეტრო გიცირიძის სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის ორი წელია მიმდინარეობს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და სამშენებლო კომპანია,"მამისონს" შორის გაფორმებულ შეთანხმებაში წერია, რომ სამუშაოების სწორად ორგანიზების შემთხვევაში რეაბილიტაციის დასრულება 2022 წლის ოქტომბრის ბოლომდეა შესაძლებელი. ამ მოტივით ხელშეკრულების ვადა 31 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.

ბოლო შეთანხმებაში კი, რომელიც 13 ოქტომბერს დაიდო, მითითებულია, რომ კომპანიას ჯერ კიდევ შესასრულებელი ჰქონდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამუშაო.

ხელშეკრულების ღირებულება 4 მილიონ 700 ათას ლარზე მეტია, თუმცა სატრანსპორტო კომპანიას, შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ 31%, ანუ დაახლოებით 1 მილიონ 400 ათასი ლარი აქვს გადახდილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი