"ჩვენი არმია სახელმწიფო საზღვარზე აუცილებლად გავა"- ლუგანსკში რუსებისგან კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის კიდევ ერთი დასახლება - სოფელი ნევსკი გაათავისუფლეს. სოფელი 8 თვის განმავლობაში იყო ოკუპირებული:

"ლუგანსკის ოლქში სოფელი ნევსკი გავათავისუფლეთ. ეს დასახლებული პუნქტი 8 თვის განმავლობაში იყო ოკუპირებული. ინფრასტრუქტურა ბოლომდე განადგურებულია" - ამბობს ურკაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო,  ალექსანდრ სოლოვიი.

ადგილობრივების თქმით, მთელი 8 თვის განმავლობაში, რუსი ოკუპანტები მათ ძარცვავდნენ და მიჰქონდათ ყველაფერი, მათ შორის გამათბობლებიც. 

"ლუგანსკის ოლქის ნებისმიერი დასახლებული პუნქტი დეოკუპაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვენ რამდენიმე მიმართულება გვაქვს. ფრონტის ხაზზე ვითარება ჩვენი მებრძოლები აკონტროლებენ. ოკუპანტებმა რუბეჟნოესა და სევეროდონეცკში 10 ათასამდე რეზერვისტი ჩამოიყვანეს. ამასთან ამ ქალაქებში მძიმე ვითარებაა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ეს ქალაქები განადგურებულია და აღდგენას არ ექვემდებარება. ჩვენი არმია ეტაპობრივად მიიწევს წინ და სახელმწიფო საზღვარზე აუცილებლად გავა." ამბობს ლუგანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი