
1 ნოემბერს, დილით, პოლტავას რაიონში სამი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. რაიონულ ცენტრში აფეთქებები იყო, რასაც ხანძარი მოჰყვა - ინფორმაციას პოლტავას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრო ლუნინი ტელეგრამის არხზე ავრცელებს.
მისი თქმით, ოთხი დრონი სამოქალაქო ობიექტებს დაეცა.
"ადგილზე მაშველები მუშაობენ და ხანძარს აქრობენ, ჯერჯერობით მსხვერპლი არ არის“, - განაცხადა ლუნინმა.
თავდასხმები დაადასტურა პოლტავას მერმა, ალექსანდრე მამაიმ:
"ამ ღამეს პოლტავას ოლქს თავს დაესხა ოთხი დრონი. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა" - დაწერა მან.