ვფიქრობ, რომ 2023 წლის ზაფხულში უკრაინა ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს. მათ შორის ყირიმის დეოკუპაციაც მოხდება. წლის ბოლომდე კი უკრაინელები მტერს აიძულებენ 23 თებერვლამდე არსებულ პოზიციებს დაუბრუნდნენ. ომში მონაწილე მხარეებს წინ ძლიერი ზამთარი ელოდებათ, თუმცა დარწმუნებული ვარ უკრაინელები უკეთ მომზადებულები არიან. ამის მიზეზი კი საკუთარი ტერიტორიის დაცვაა. მსოფლიოს 50 ქვეყანა ერთსულოვნად ცდილობს უკრაინას მაქსიმალურად მიაწოდოს ის შეიარაღება, რაც მათ სჭირდებათ. რუსებმა მობილიზაცია გამოაცხადეს და ბრძოლის ხაზზე აგზავნიან სრულიად გამოუცდელ ადამიანებს. მინდა რომ ამერიკამ უკრაინას აბრამსის ტიპის ტანკები, ხოლო გერმანიამ კი ლეოპარდები მიაწოდოს. ეს შეიარაღება უკრაინულ არმიას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.
- ამბობს ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი.