"ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების არც ერთი წარმომადგენელი სათვალავშიც არ თვლის როგორც ოლიგარქად. ეს გაცხადებული ფაქტია და ბუნებრივია, მათ მართლაც სჯერათ, ან უნდათ დაიჯერონ, რომ იგი არის მეცენატი და არა ოლიგარქი, ამიტომ იქ, სადაც ქართული ოცნების სახით გვყავს უმრავლესობა, ბუნებრივია, ისინი ცივ ნიავსაც არ გააკარებენ ბიძინა ივანიშვილს ამ თვალსაზრისით.
12 პუნქტის შესრულებას დღის სინათლე არ უწერია და ეს გამორიცხულია რუსული ოლიგარქიული ტიპის მმართველობის პირობებში."
თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე საუბრისას.