სომხეთ - აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას, საქართველოს პრეზიდენტი განცხადებით ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილი წუხს და ამბობს, რომ პანდემიასთან ბრძოლის პიროებებში, საერთაშორისო სტაბილურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
საქართველოს პრეზიდენტი წუხილს გამოთქვამს 12-13 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო.
დღეს, როცა ყველა ერთად ვიბრძვით უხილავი მტრის წინააღმდეგ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სოლიდარობას და გლობალური სტაბილურობის შენარჩუნებას.
ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების - აზერბაიჯანისა და სომხეთის მომავალი განვითარებისა და კეთილდღეობისათვის" ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
სალომე ზურაბიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება.