CNN: ირანი ემზადება რუსეთისთვის დამატებითი იარაღის, მათ შორის, ბალისტიკური რაკეტების გასაგზავნად

გამოქვეყნდა:

ირანი ემზადება, რომ რუსეთს დაახლოებით 1 000 დამატებითი იარაღი, მათ შორის მცირე დისტანციის ბალისტიკური რაკეტები და დრონები გაუგზავნოს - ინფორმაციას CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

CNN-ს წყარო უყვება, რომ წინა გადაზიდვის დროს ირანმა რუსეთს გაუგზავნა დაახლოებით 450 დრონი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში უკვე გამოიყენა.

გამოცემის თქმით, ახალი შესაძლო გადაზიდვა ნიშნავს რუსეთის ომის მიმართ ირანის მხარდაჭერის მნიშვნელოვან ზრდას.

უცნობია ზუსტი დრო, როდის ჩავა იარაღი რუსეთში, თუმცა ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე .

ცნობისთვის, ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდების შესახებ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა დასავლეთსა და აშშ-ში ამბობენ, რომ უკრაინაში მათი გამოყენების მტკიცებულებები არსებობს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი