ბელგოროდში სროლის შედეგად დაიჭრა 1 პირი, ხანძარი გაჩნდა ფერმის სასადილოში

გამოქვეყნდა:

სროლა იყო რუსეთში, ბელგოროდის რაიონის სოფელ კოზინკაში, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა. 

უცხოური მედიის ცნობით, რომელიც ინფორმაციას გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვზე დაყრდნობით ავრცელებს, ახალგაზრდა ბიჭმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო და ექიმებმა მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს. 

ასევე, ცნობილია, რომ ჭურვების ზემოქმედების შედეგად ფერმის სასადილოში ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა რამდენიმე ანგარი და მანქანაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი