
ხვალ ველოდები რომ ვნახო, რომელ მხარეს დადგებიან მოსამართლეები კლანის, ოლიგარქიის, რუსეთის და უსამართლობის მხარეს, თუ ჩვენს მხარეს, ხალხის მხარეს და სამართლიანობის მხარეს - ამბობს ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილი ხვალინდელი სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
წინასწარი პროგნოზების გაკეთებისგან ადვოკატები და ოჯახის წევრები თავს იკავებენ:
"ნიკამ როგორც თქვა თავის საბოლოო სიტყვაში, ის ეძებს სამართლიანობას და მე მგონია, რომ ის სამართლიანობა, რომელიც ნიკა აღნიშნა, არის ყველაზე საჭირო, დროული და მნიშვნელოვანი დღეს ჩვენთვის.
ხვალ ველოდები რომ ვნახო, რომელ მხარეს დადგებიან მოსამართლეები კლანის, ოლიგარქიის, რუსეთის და უსამართლობის მხარეს, თუ ჩვენს მხარეს, ხალხის მხარეს და სამართლიანობის მხარეს" ამბობს სოფო ლილუაშვილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ 24 ოქტომბერს გავიდა.
სხდომა მეორე ინსტანციაში დილის 11 საათზე ჩაინიშნა.