"თუ მოსამართლეები დაყვებიან ხელისუფლების პოლიტიკურ წნეხს, ეს გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება ქვეყნის დასავლურ მომავალზე" | დიმიტრი საძაგლიშვილი

გამოქვეყნდა:

თუ მოსამართლეები დაყვებიან ხელისუფლების პოლიტიკურ წნეხს, ეს გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება ქვეყნის დასავლურ მომავალზე, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი საუბრობს.

ხვალ 11 საათზე სააპელაციო სასამართლო გამოაცხადებს საბოლოო განაჩენს ნიკა გვარამიას საქმეზე. მე თავს შევიკავებ პროგნოზების გაკეთებისგან, ერთადერთი, ხვალ მოსამართლეებმა, ბატონებმა მერაბ ჯორბენაძემ, ლაშა მაღლაკელიძემ და დავით მამისეიშვილმა უნდა გადაწყვტონ, დატოვებენ თუ არა პოლიტიკურ პატიმრობაში ნიკა გვარამიას. საკმაოდ მძიმე ტვირთის მატარებლები იქნებიან, თუკი ისინი დაყვებიან ხელისუფლების პოლიტიკურ წნეხს და ეს გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება არა ერთი ადამიანის თავისუფლებაზე, არამედ ამ ქვეყნის დასავლურ მომავალზე, - ამბობს დიტო საძაგლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია ხვალ, 2 ნოემბერს, 11 საათზე გამოაცხადებს. 

მოსამართლეთა კოლეგია მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით სათათბიროდ 24 ოქტომბერს გავიდა

ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი