თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა უკვე ზედიდზედ მეორედ ჩაიშალა იმის გამო, რომ "ქართული ოცნების" არცერთი წევრი დარბაზში არ იმყოფებოდა, მათ შორის არც თავმჯდომარე და არც მისი მოადგილე.
თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის დასწრება აუცილებელია, რომ სხდომა შედგეს.
ოპოზიციას უნდოდა კახა კალაძის დაბარება და მისი პასუხების მოსმენა ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით. "ქართული ოცნება" კი აცხადებს, რომ თბილისის მერი ნოემბერში საკრებულოში ისედაც უნდა მივიდეს და პასუხებსაც ოპოზიცია მაშინ მოისმენს.
ავტორი: ნატაშკა ჯახუტაშვილი