მედვედევის აზრით, მსოფლიო კონფლიქტის თავიდან აცილება მხოლოდ რუსეთის სრული გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევი თვლის, რომ მსოფლიო კონფლიქტის თავიდან აცილება მხოლოდ რუსეთის სრული გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი. 

მისივე მტკიცებით, დასავლეთის ქვეყნები მსოფლიოს გლობალური ომისკენ უბიძგებენ, როდესაც ამბობენ, რომ უკრაინამ ომში უნდა გაიმარჯვოს. 

"ცნობილი თეზისი, რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, გაიმარჯვოს ომში - რა ნიშნავს ის სინამდვილეში? თვალი მიადევნეთ მარტივ ფორმალურ ლოგიკას. თუ რუსეთი არ გაიმარჯვებს, მაშინ გაიმარჯვებს ალბათ უკრაინა. უკრაინის მიზნები ომში დაასახელა კიევის რეჟიმმა. ესაა ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომლებიც ადრე მას ეკუთვნოდა" - წერს მედვედევი

მისივე თქმით, ეს წარმოადგენს საფრთხეს რუსეთის სახელმწიფოს არსებობისთვის და ნიშნავს დღევანდელი რუსეთის დაშლას - "...და მხოლოდ რუსეთის სრული და საბოლოო გამარჯვება არის გარანტი მსოფლიო კონფლიქტის წინააღმდეგ" - წერს ის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი