სრულად ვართ მობილიზებული, რაც შეიძლება მალე გავზარდოთ უკრაინის სამხედრო დახმარება - მაკრონი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტიც ავრცელებს. ემანულე მაკრონი წერს, რომ საფრანგეთი სრულად მობილიზებულია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაზრდელად და რუსული თავდასხმების შედეგად დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად:

უკრაინის ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა რუსეთის თავდასხმების შედეგად. ზამთრის წინ უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ სწრაფად მოვახდენთ საერთაშორისო საზოგადოებისა და კერძო სექტორის მობილიზებას. მე დავუდასტურე ეს პრეზიდენტ ზელენსკის დღეს დილით: ჩვენ სრულად ვართ მობილიზებული, რომ რაც შეიძლება მალე გავზარდოთ უკრაინის სამხედრო დახმარება, განსაკუთრებით საზენიტო თავდაცვა." წერს ემანუელ მაკრონი "ტვიტერზე"

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი