წელიწადნახევრიანი ლოდინი დასრულდა, სასამართლომ ირაკლი აბუსერიძის სარჩელს კვალიფიკაცია შეუცვალა და სამოქალაქო დავის სტატუსი მიაკუთვნა, თუმცა დავამ სასამართლო დარბაზში მაინც გადაინაცვლა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი საჯარო რეესტრს კანონის დარღვევასა და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის გამო უჩივის.
დღეს მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებმა საკუთარი პოზიციები გაცვალეს და შეიძლება ითქვას, რომ პირველ სხდომაზე აბუსერიძის უფლებადამცველებმა პირველი მცირე გამარჯვება უკვე მოიპოვეს.