დეოლიგარქიზაცია დებიძინიზაციის გარეშე | "ოცნების" კანონპროექტი ივანიშვილის დაზარალებას არ გულისხმობს

გამოქვეყნდა:

მოთხოვნა არ შესრულდება - "ქართული ოცნება" მკაფიოდ და გასაგებად ამბობს, რომ დებიძინიზაცია არ მოხდება. ანუ მმართველი პარტია არ აპირებს დეოლიგარქიზაციის შესახებ ისეთი კანონის მიღებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დააზარალებს.

სამიზნეში მმართველ პარტიას სულ სხვა პირები ჰყავს ამოღებული. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მსხვერპლიც ჰყავს და ეს  საქართველოს ევროპული მომავალია. ქვეყნის ხელისუფლება მზად არის გაწიროს ქვეყნის დასავლური პერსპექტივა და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან მეგობრობა ოლიგარქ  ივანიშვილის ხელშეუხებლობისთვის.

სწორედ ეს იყო გზავნილის მთავარი შინაარსი ბრიუსელისთვის, ოპოზიციისთვის და ყველასთვის, ვინც დასავლური ღირებულებებისთვის იბრძვის და ამ ბრძოლას მმართველ პარტიაში ცირკი უწოდეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი