"უფრო მეტი ხნით გადაიწია ჩემი მხრიდან თქვენთვის კომენტარის მოცემის ვადამ" - წილოსანის პროტესტი "მთავარს"

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასეს "ქართული ოცნების" წევრებმა.

პარლამენტის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა "მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვის პასუხად პარლამენტში თქვა: "სამწუხაროდ თქვენს ტელევიზიებს გამომდინარე იქიდან, რომ მანიპულირებთ ჩვენი კომენტარებით არ გეწერებით ცალკე..." - თუმცა წილოსანს არ განუმარტავს ვინ მოიაზრა მრავლობით რიცხვში და რომელი დეპუტატების კოლექტიური განცხადება გააჟღერა. 

მას შემდეგ, რაც წილოსანს  "მთავარი არხის" ჟურნალისტმა ნიკა გვარამიას განაჩენზე პასუხის მისაღებად კითხვა განმეორებით დაუსვა, დეპუტატმა უპასუხა: "ეხლა კიდევ უფრო მეტი ხნით გადაიწია ჩემი მხრიდან თქვენთვის კომენტარის მოცემის ვადამ".

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მეორე ინსტანციამ მთავარი არხის გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა და მას სასჯელი დაუმძიმა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი