შემოასხდებიან ვაშაძე და ჯაფარიძე კურიერის „მოტოებს“ და მოემსახურებიან კლიენტებს - ღუდუშაური 

გამოქვეყნდა:

„როცა გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მანდატის გამოყენებაზე უარს აცხადებდა, მიუთითა და ამაზე საკონსტიტუციო სარჩელიც კი შეიტანა, რომ სურდა „გლოვოს“ კურიერად ყოფილიყო დასაქმებული. ახლა ბატონ ვაშაძეს, რომელმაც როგორც ჩანს, საკუთარი თავი ამოწურა და ვერ იპოვა, თვითრეალიზების საშუალება არ მიეცა, რადგან აქ საცირკო წარმოდგენისთვის ადგილი არ არის, ბატონმა ჯაფარიძემ უთხრა, რომ მისთვისაც არის ვაკანსია „გლოვოს“ კურიერად, შესაბამისად, ახლა უკვე გაერთიანებული ძალებით შემოასხდებიან „გლოვოს“ კურიერის „მოტოებს“ და უფრო მალე და უკეთესად მოემსახურებიან კლიენტებს. ესეც დასაფასებელია, იქნება იქ მაინც გააკეთონ რაიმე სასიკეთო საქმე. აქ ნამდვილად არც სივრცეა და არც ადგილი არც ერთი კომიკოსისთვის და არც მეორე შოუმენისთვის. მართალია, მათი ჟანრები სრულიად განსხვავებულია საცირკო წარმოდგენაში, მაგრამ მათი ტანდემი „გლოვოს“ კურიერის ამპლუაში შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს,“

- თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა გიორგი ვაშაძის განცხადებაზე პარლამენტის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი