"ჩვენს გვაქვს სახელმწიფო, სადაც მედიას მხარს უჭერენ და ის ტირანიისგან თავისუფალია. თქვენ გახსოვთ, ამ კუთხით 2012 წლამდე რა ხდებოდა. ეს იყო ტელეკომპანია "იმედის" დარბევა, ჟურნალისტების დასახიჩრება, ზოგის მოკვლა. ეს წარსულს ჩაბარდა. ამჟამინდელი რეიტინგი რომ აიღოთ საქართველო მედიათავისუფლების კუთხით დაწინაურებულია. მგონია, რომ ეს პროცესი, რაც ახლა სასამართლოში მიმდინარეობს, არის სამართლიანობის აღდგენა. თუ დანაშაულს ჩავიდენთ და ეს დაგვიმტკიცდება, ჩვენი სტატუსი არაფერ შუაშია, დეპუტატი ვიქნები თუ ჟურნალისტი იქნებით."
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ნიკა გვარამიას საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა.