კომუნალურების სუბსიდირება კიდევ 3 თვით - "ენმ" ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

გამოქვეყნდა:

ადგილობრივი ხელისუფლების არაეფექტური მუშაობით გაბრაზებული გორელები ქალაქის მერიასთან შეიკრიბნენ და გორის მერსა და შიდა ქართლის გუბერნატორთან შეხვედრა მოითხოვეს. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ადგილობრივები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან კომუნალური გადასახადების კიდევ 3 თვით გადავადებას მოითხოვენ.

გორელი  მაღალჩინოსნები მოსახლეობას დაემალნენ, მათ სამსახურებს კი პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა იცავდა. ადგილზე იყო ქალაქის სამმართველოს ხელმძღვანელიც. 

მოსახლეობა გორის მერიასთან მას შემდეგ შეიკრიბა, რაც შეიტყვეს რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ პანდემიის დროს მოსახლეობა პოლიტიკური ნიშნით შეარჩია, და დახმარების კალათა მხოლოდ ქართული ოცნების მხარდამჭერებს გადასცა.   

მოსახლეობას დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ბადრი ბასიშვილი შეხვდა და პარტიის ინიციატივა გააცნო, რომლის მიხედვით მოსახლეობას შეღავათებით სარგებლობა კიდევ 3 თვით უნდა გაუგრძელდეთ. ამ მოთხოვნით ნაციონალური მოძრაობა ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით, პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი