რუსეთი "მარცვლეულის შეთანხმებას" უბრუნდება

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის მიღებას განაახლებს. უწყების თქმით, მათ "მიიღეს წერილობითი გარანტიები უკრაინისგან, რომ მარცვლეულის დერეფანი არ იქნება გამოყენებული საომარი მოქმედებებისთვის“.

"რუსეთის ფედერაცია მიიჩნევს, რომ მოცემულ მომენტში მიღებული გარანტიები საკმარისად გამოიყურება და ის განაახლებს შეთანხმების შესრულებას - უკრაინის პორტებიდან მარცვლეულისა და სურსათის უსაფრთხო ტრანსპორტირების ინიციატივა შეჩერებული იყო სევასტოპოლში ტერაქტის შემდეგ", - დაწერა უწყებამ.  - დაწერა უწყებამ. 

ცნობისთვის, რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან 29 ოქტომბერს გავიდა. ამის მიზეზად კრემლმა სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის გემებზე "თავდასხმები" დაასახელა.

საკითხთან დაკავშირებით, გუშინ, 1-ლ ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მის თურქ კოლეგას ესაუბრა და თქვა, რომ რუსეთი შეთანხმებისთვის "აუცილებელ გარანტიებს" ითხოვდა.

უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტზე, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით 22 ივლისს გაფორმდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი