პოლონეთი რუსეთის საზღვარზე ღობის მშენებლობას იწყებს

გამოქვეყნდა:

პოლონეთი რუსეთის კალინინგრადის საზღვარზე ღობეს ააშენებს - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია Reuters ავრცელებს. არსებული გეგმის თანახმად, დროებითი ბარიერის მშენებლობა დღეს დაიწყება და სამუშაოები 2023 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

გამოცემის ცნობით, პოლონეთი ააშენებს მავთულის ღობეს რუსეთის კალინინგრადის საზღვარზე, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, და შეშფოთება გამოთქვა, რომ ანკლავი შეიძლება გახდეს არალეგალური მიგრაციის გამტარი. 

მარიუშ ბლაშჩაკმა თქვა, რომ დროებითი 2,5 მეტრის სიმაღლისა და 3 მეტრის სიღრმის ბარიერის მშენებლობა დაუყოვნებლივ დაიწყება. 

პოლონეთმა ცოტა ხნის წინ დაასრულა მსგავსი ბარიერის აშენება ბელარუსის საზღვართან მიგრანტების გამო დაპირისპირების შემდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი