უკრაინის უსაფრთხოებამ, იანუკოვიჩის მთავრობის თავდაცვის მინისტრის შვილს ბრალი წაუყენა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იანუკოვიჩის მთავრობის თავდაცვის ძებნილი მინისტრის [2012-2014 წლებში] ქალიშვილი ანტიუკრაინულ ქმედებებში ამხილა. გამოძიების მასალების მიხედვით, იგი მართავდა საწარმოებს, რომლებიც აწვდიდნენ საქონელს და აღჭურვილობას რუსეთის ფედერაციის თავდაცვისა და სამრეწველო კომპლექსებს.

კიევის საქალაქო პროკურატურამ ქალს დაუსწრებლად წაუყენა ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-2 - მუხლით, რაც გულისხმობს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი ცვლილებას, დამხობას ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, უკრაინის ტერიტორიის ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მიზნით.

ბრალი 10 წლამდე პატიმრობას, თანამდებობების დაკავების შეზღუდვასა და ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი