დღეს ქვეყანაში დაუცველი აღარვინ და არაფერია - საფრთხე "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებსაც ემუქრებათ. სვანეთში, კონკრეტულად კი ლენტეხში, ქალაქის ყველაზე დაცულ შენობაში, მერის სამუშაო კაბინეტი ჩაცხრილეს.
ამის შემდეგ კი ოთახში ჯერჯერობით დაუდგენელ ვითარებაში ცეცხლი გაჩნდა. ინციდენტის დროს მერი კაბინეტში არ იმყოფებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლითაა დაწყებული. თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
თუმცა, არსებული ინფორმაციით, ლენტეხის მერის კაბინეტის დაცხრილვა ტენდერებს უკავშირდება - "მთავარ არხს" წყარო უყვება, რომ თავდასხმა უკავშირდება ტენდერებს, ერთ-ერთი კომიპანიის წარმომადგენელი, რომელიც მერზე განაწყენებული იყო, რადგან ის ტენდერებს ვერ იგებდა და სწორედ მისმა წარმომადგენლებმა გაუხსნეს ცეცხლი გიორგი ონიანის კაბინეტს.
იხილეთ ასევე: