ევროპარლამენტის ვერდიქტი - ასოცირების ხელშეკრულება და საქართველოს ნაკისრი ვალდებულებები 

გამოქვეყნდა:

165 შესწორება 86 გვერდიან ანგარიშში - ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშს განიხილავს. საბოლოო ვერსია რამდენიმე საათში გამოქვეყნდება და ცნობილი გახდება, როგორ ასრულებს საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს ევროდეპუტატების შეფასებით.

დოკუმენტს საბოლოოდ სექტემბერში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.

შესწორებებში კი, რომელიც ანგარიშშია შესული, ძირითადად 8 მარტის შეთანხმებას უკავშირდება. ევროპელი დეპუტატები მიესალმებიან გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას, თუმცა ამბობენ, რომ შეთანხმება სრულად არ შესრულებულა. მათი თქმით, ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება დამოუკიდებელი მედიის დამფუძნებელი გიორგი რურუა და იმისთვის, რომ დიპლომატების შუამავლობით მიღწეული შეთანხმება შესრულებულად ჩაითვალოს, მისი გათავისუფლებაა საჭირო.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია ხელისუფლების მხრიდან, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ სხვა ქმედებებზე. მაგალითად მოყვანილია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, ასევე "ტვ პირველისა" და ავთანდილ წერეთლის საქმეები. ევროპარლამენტარები "აჭარის ტელევიზიიდან" ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების მასობრივ გათავისუფლებასაც ეხმაურებიან.

დოკუმენტში 2020 2ლის არჩევნებზეცაა საუბარი და ევროპელი დეპუტატები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, თავი შეიკავოს საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან და ხმების ყიდვისგან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი