აფეთქება ყაზახეთის მაღაროში | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ყაზახეთში ყარაგანდას რაიონში მაღაროში აფეთქება მოხდა. დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი, 4 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მაღაროდან 160 მეშახტეა ევაკუირებული. 

შესაბამისი უწყებები ამბობენ, რომ გამთენიისას, გაზის სადრენაჟო ჭების ბურღვისას გაჟონვა მოხდა.

"ავარიის გამოსაძიებლად იქმნება კომისია, რომელიც გამოძიების შედეგებით დაადგენს შემთხვევის მიზეზებსა და გარემოებებს“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი